Monday, August 1, 2011

ქეთევან ღოღელიანი

პროექტის სახელწოდება: მოსწავლე და სიგარეტი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობით მივაღწიოთ მიზანს: მოსწავლემ უარი თქვას სიგარეტზე.
პროექტისაქტუალობა:საქართველო სიგარეტის მომხმარებელ ქვეყანათა ათეულში შედის.
პროექტის მიზნები: 1.მოსწავლემ ისწავლოს კომპიუტერის დახმარებით ფოტო და ვიდეო მასალის (ინფორმაციის)მოპოვება თემასთან დაკავშირებით.
   2. მოსწავლემ ისწავლოს თემის ირგვლივ კითხვების დასმა და კვლევა პასუხების მოსაძიებლად
  3.მოსწავლეებმა შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება სხვა ჯგუფებს ან გამოადგება ფართო საზოგადოებას პრობლემასთან ბრძოლაში. (ფოტო სლაიდები, ვიდეო რგოლი,სიგარეტის ამკრძალავი პლაკატები,საკონფერენციო ნაშრომი.).
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.


ვადები/ ხანგრძლივობა: ორი თვე  15.09.11 –15.11.11.
ოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას:მმოსწავლეებმა იმუშავეს ოთხ ჯგუფად და შექმნეს საკონფერენციო ნაშრომი, ფოტო სლაიდები სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებით,ვიდეო რგოლი სიგარეტისა დათამბაქოს წარმოშობის, მისი ისტორიული სამშობლოსა და მსოფლიოში მისი გავრცელების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თემასთან დაკავშირებული ლიტერატურა,ფანქრები, მარკერები, ფურცლები,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადიაქტივობები):მოსწავლეები  ქმნიან 4 მუშა ჯგუფს:
1.ჯგუფი მუშაობს კვლევაზე –სიგარეტის გავრცელება სკოლაში და გამომწვევი მიზეზები.
2.ჯგუფი    ''–''           ''–''          –სიგარეტის გავრცელება საზოგადოებაში და გამომწვევი მიზეზები.
3.ჯგუფი მოიძიებს საინტერესო ინფორმაციებსინტერნეტიდან:
ა)სიგარეტის წარმომავლობა დამისი გავრცელების არეალი.
ბ)თამბაქოს დადებითი და უარყოფითი მხარეები –მედიკოსების აზრით.
გ)ინფორმაცია სიგარეტისა და თამბაქოს ბრენდების მწარმოებელი ქვეყნების შესახებ.
დ)ინფორმაციათამბაქოსმომხმარებელი ქვეყნების შესახებ.
ე)ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების შესახებ საქართველოში.
4.–ჯგუფი მასწავლებელთან ერთად დაახარისხებს და დაალაგებს ყველა მოძიებულ მასალასა და ინფორმაციას წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
 მოამზადებს ანგარიშს საკონფერენციოდ,
ორგანიზაციას გაუკეთებს ფოტო დავიდეო მასალის ჩვენებას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:ანატომია,ბიოლოგია,ისტორია ,ჯან დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ქეთევან ღოღელიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:qetevanghogheliani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:qetevanghogheliani.blogspot.com 02.08.11

No comments:

Post a Comment